სექტემბერი 29, 2022

“ნაპოლიში” საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიასადმი ინტერესის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთეს.

 

როგორც აქამდე დაიწერა, ნეაპოლელები 21 წლის ქართველით ინტერესდებიან და მასში ლორენცო ინსინიეს შემცვლელს ხედავენ.

 

მიუხედავად ამისა, იტალიური გრანდის წარმომადგენელმა აღნიშნული ცნობები უარყო:

 

“ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება”, – განაცხადა “ნაპოლის” პრეს-ატაშემ, გვიდო ბალდარიმ.

 

დღეს დადასტურდა, რომ კვარაცხელიამ “რუბინი” დატოვა და ახალ კლუბთან გააფორმებს კონტრაქტს, რომლის შესახებაც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.