სექტემბერი 22, 2023

რუსეთის პრემიერლიგის 22-ე ტურში მოსკოვის ცსკა-მ ყაზანის რუბინს უმასპინძლა და ანგარიშით – 6-1 დაამარცხა. საწყისი 26 წუთის შემდეგ ცსკა 4:0-ს იგებდა, 38-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას შედეგიანი შემდეგ კონსტანტინ კუჩაევმა ანგარიში შეამცირა.

 

აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში რუბინის კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია გახლდათ.

საინტერესო იყო პირდაპირი რეპორტაჟის მიმდინარეობისას Match TV-ის კომენტატორების განცხადება, რომელიც ქართველი გულშემატკივრისთვის იმედისმომცემია:

“ხვიჩას გუნდს ბოსნიას წინააღმდეგ ამხნაგური შეხვედრა აქვს ჩანიშნული. ფეხბურთელი საქართველოს ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებულია, ეს კი სანაკარებო პაუზამდე ბოლო მატჩია.  არ არის გამორიცხული, რომ ამ შეკრების შემდეგ ხვიჩა ყაზანში აღარ დაბრუნდეს. შესაძლოა, კაპიტნის დღევანდელი სამკლავური სიმბოლურია.”

რამდენიმე დღის წინ, იტალიურმა მედიამ დაწერა, რომ ქართველი ფეხბურთელით ნაპოლია დაინტერესებული. ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით, საუბარი ქართველი ფეხბურთელის დროებით გაფორმებაზე არ მიდის და იტალიურ გუნდს მისი გადაბირება ზაფხულში სურს, რათა მომდევნო სეზონში კვარაცხელიას იმედი ჰქონდეს.

პარალელურად, სოციალურ ქსელში ნაპოლის გულშემატკივრებმა ხვიჩას მიმართ დადებითი გამოხმაურებები არ დაიშურეს:

“ჩაწერე Youtube-ზე ხვიჩა კვარაცხელია და ნახავ ნამდვილ ნიჭს: ის სწრაფია, ძლიერი და კარგი დრიბლინგი აქვს;”

 

არ ვიცი ვინ არის, მაგრამ მზად ვარ მისი გულშემატკივარი გავხდე.

 

ხვიჩა ნაპოლიში ნამდვილად აიღებს 10 ნომერს, მე კი ტატუს გავიკეთებ.