მაისი 17, 2022

ევროპის ლიგის (არსებობს ასეთი ტურნირი) ჯგუფური ეტაპი დასრულდა და 1/16 ფინალისთვის “ბარსელონას” ყველა პოტენციური მეტოქე ცნობილია.

 

8 ჯგუფიდან ორში მეორე ადგილზე ესპანური გუნდები გავიდნენ და შესაბამისად ისინი “ბარსას” პოტენციური მეტოქეების სიაში ვერ მოხვდნენ. დანარჩენ 6 ჯგუფში კი მე-2 ადგილები დაიკავეს შოტლანდიურმა “რეინჯერსმა”, იტალიურმა “ნაპოლიმ” და “ლაციომ”, ბერძნულმა “ოლიმპიაკოსმა”, პორტუგალიურმა “ბრაგამ” და ხორვატიულმა “დინამომ”.

 

13 დეკემბერს, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება წილისყრა, რომელიც ამ ექვსეულიდან ერთ-ერთს “ბარსელონას” დაუპირისპირებს. 1/16 ფინალური თამაშები კი თებერვალში ჩატარდება.

53 thoughts on “ევროპის ლიგაზე ბარსელონას პოტენციური მეტოქეები ცნობილია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.