
სანაკრებო შესვენების შემდეგ, ფიფამ დღეს ეროვნული გუნდების რეიტინგი განაახლა.
მსოფლიოს 2022 წლის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურის მატჩში შვედეთის ნაკრებთან (2:0) გამარჯვებისა და უზბეკეთის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში (1:0) გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა თავი 1269 ქულას მოუყარა.
“ჯვაროსნები” 93-ე პოზიციიდან 86-ე ადგილზე აღზევდნენ.