ოქტომბერი 1, 2023

ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა, შოთა არველაძემ, ყაზანის “რუბინისა” და საქართველოს ნაკრების შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას, შესახებ ისაუბრა და მისი ტოპ კლუბში შესაძლო ტრასფერის ვარიანტიც განიხილა.

 

შოთა არველაძე ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში გადაცემა “დილა მშვიდობისა საქართველო”-ში მიიწვიეს, სადაც მან განაცხადა თუ რას ფიქრობს ხვიჩაზე მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე.

 

“სიმეონემ თქვა, რომ ფელიქსი მყავს და ვერ ითამაშებს იქ, რამდენიც არ უნდა გადავიხადოო. 120 მილიონი აქვთ ფელიქსის ტრანსფერში გადახდილი და ხვიჩა 20 მილიონი არ ღირსო” – განაცხადა არველაძემ.

 

ასევე შოთამ ისაუბრა ამსტერდამის “აიაქსის” საფეხბურთო დირექტორის, მარკ ოვერმარსის პოზიციაზეც:

 

“ოვერმარსმა თქვა, რომ ხვიჩა კონტრ შეტევის ფეხბურთელიაო, შესაბამისად, 20 მილიონი არ ღირსო. ასე თქვეს, რომ 9-დან 12 მილიონ ევრომდე ღირს.”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *