ივნისი 1, 2023

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში იტალიამ სტუმრად ჩრდილოეთ ირლანდია ვერ დაამარცხა.

 

 

შეხვედრა ქალაქ ბელფასტში გაიმართა და ფრედ, 0:0 დასრულდა.

 

აღნიშნული შედეგი ევროპის მოქმედი ჩემპიონისთვის ძალიან ცუდი იმიტომ აღმოჩნდა, რომ ჯგუფური ეტაპი რობერტო მანჩინის გუნდმა მეორე ადგილზე დაასრულა და მოწინავე პოზიცია შვეიცარიის ნაკრებს დაუთმო, რომელმაც 18 ქულა დააგროვა და იტალიას 2 ქულით აჯობა.

 

ეს კი იმას ნიშნავს, რომ იტალიის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე პირდაპირ ვერ გავიდა და 12-გუნდიან პლეი-ოფში მოუწევს ჭიდილი, საიდანაც მუნდიალის საგზურს მხოლოდ 3 მოიპოვებს.

 

საინტერესოა, რომ იტალიის გარდა პლეი-ოფით გასვლისთვის ისეთი ძლიერი ნაკრებებიც იბრძოლებენ, როგორებიც პორტუგალია, შვედეთი, პოლონეთი და სხვები არიან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.