მაისი 29, 2023

დღეს, 15 ნოემბერს, აქართველოს ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში უზბეკეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

 

მატჩამდე SPORTS.uz უზბეკური კლუბის “პახტაკორის” ყოფილ ქართველ მწვრთნელს შოთა არველაძეს ესაუბრა.

 

“ამ თამაშის ყურებას სტადიონზე კი არა, სახლში ვაპირებ. ვფიქრობ, საინტერესო იქნება საქართველოსა და უზბეკეთის ნაკრებების ამხანაგური მატჩი.

 

საქართველოს ნაკრები უზბეკეთზე ბევრად ძლიერია? ჩემი აზრით, ორივე ნაკრების დონე თანაბარია”, – თქვა არველაძემ.

 

საქართველო და უზბეკეთი ერთმანეთს პირველად 2017 წელს დაუპირისპირდნენ. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. მაშინ დუბლი ელდორ შომუროდოვმა გაიფორმა, ჩვენი ნაკრების მხრიდან კი გოლები თეიმურაზ შონიამ და საბა ლობჟანიძემ გაიტანეს.

 

დღევანდელი მატჩი მატჩი გორში 18:00 დაიწყება და მაყურებელთა 33% დაესწრება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.