ოქტომბერი 1, 2023

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე შვედეთთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრებსა და გულშემატკივრებში დიდებული განწყობა სუფევს.

 

“ჯვაროსნები” მომდევნო შეხვედრას ხვალ, უზბეკეთის ნაკრებთან გამართავენ და მოგებათა სერიის 2-მდე გაზრდას შეეცდებიან.

 

საქართველოს ნაკრების ახალწვეულმა დავით ვოლკოვმა უზბეკეთთან გასამართ მატჩამდე 1 დღით ადრე მედიასთან ისაუბრა.

 

“ეროვნულ ნაკრებში გამოძახება დიდი პასუხისმგებლობა და ამავე დროს უდიდესი სიხარული. აქედან გამომდინარე, ბედნიერი ვარ, რომ ასეთ მატჩში მონაწილეობის შანსი მომეცა.

 

რაც შეეხება უზბეკეთის წინააღმდეგ გასამართ მომავალ შეხვედრას, ყველანი 100 პროცენტიანი კონცენტრაციით ვემზადებით. ვცდილობთ, რომ ამ მატჩსაც ისე მივუდგეთ როგორც ოფიციალურ თამაშს, რადგან ეროვნულ ნაკრებში ამხანაგური შეხვედრა არ არსებობს.

 

ბოლომდე დავიხარჯებით და იმედი მაქვს, რომ წელს დადებითი შედეგით დავასრულებთ”, – ციტირებს ვოლკოვის სიტყვებს nakrebi.ge

1 thought on “დავით ვოლკოვი: “ეროვნულ ნაკრებში ამხანაგური შეხვედრა არ არსებობს”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *