
38 წლის დანი ალვეშის “ბარსელონაში” დაბრუნება საფეხბურთო სამყაროს ერთ-ერთ უმთავრეს სიახლედ იქცა.
ყველა მოუთმენლად ელოდება, თუ როდის მოირგებს ლეგენდარული ბრაზილიელი ლურჯ-ბროწეულისფერ მაისურს და როგორი იქნება მისი ხელახალი დებიუტი.
მანამდე კი ისაა გასარკვევი, რომელი ნომრით ითამაშებს ალვეში “ბლაუგრანაში”.
“ბარსას” ძირითად გუნდში ერთადერთი ვაკანტური ნომერი ახლა 8 გახლავთ. ფეხბურთელებს ნომრის შუა სეზონში შეცვლის უფლება არ აქვთ, ამიტომ თუ რამე არ მოხდა,
დანის ზურგზე სწორედ 8-იანს ვიხილავთ.
ბუნებრივია, თუ ზამთარში გუნდს რომელიმე ფეხბურთელი დატოვებს, მისი ნომერიც თავისუფალი გახდება და ალვეშს არჩევანის საშუალება მიეცემა.
აქვე ვახსენოთ, რომ დანი “ბარსელონაში” სხვადასხვა დროს 20, 2, 22 და 6 ნომრიან მაისურებს ირგებდა/