სექტემბერი 24, 2023

როგორც მოგეხსენებათ, შოტლანდიური “რეინერსის” მთავარი მწვრთნელის პოსტი ლეგენდარულმა სტივენ ჯერარდმა დატოვა და ინგლისელმა ბირმინგემის “ასტონ ვილა” ჩაიბარა.

 

ქართველი ფეხბურთელი და ახლა უკვე მწვრთვნელი, შოთა არველაძე, გლაზგოს “რეინჯერსში” თამაშობდა, ახლა კი ის უმუშევარია, რაც არ გამორიცხავ იმას, რომ შოთა “რეინჯერსის” მთავარ მწვრთნელად მოგვევლინოს. აღნიშნულზე კლუბის ექს-ფეხბურთელმა, კრეიგ მურმა, ამ საკითხზე ისაუბრა:

 

“ფეხბურთში ცვლილებები ხანდახან მოულოდნელად ხდება ხოლმე, ამიტომ ამისთვის მზად უნდა იყო. ჯოვანი ვან ბრონხორსტი, ჯენარო გატუზო, ადგილობრივი დერეკ მაკლნისი და ბოლოს, შოთა არველაძე, ეს იმ ხალხთა ჩამონათვალია, რომელთაც მთავარი მწვრთნელის პოსტზე განვიხილავ. ვფიქრობ, “რეინჯერსის” ახალი მწვრთნელი ჩემი ყოფილი თანაგუნდელი გახდება, თავის მხრივ კი ყველაზე მიმზიდვდელი ჯოვანის კანდიდატურაა.” – განაცხადა მურიმ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *