
შვედეთის ნაკრების თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საქართველოსთან განცდილი მარცხის (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
40 წლის ფეხბურთელი ამბობს, რომ მის გუნდს გამარჯვებისათვის საკმარისად ბევრი საგოლე მომენტი ჰქონდა.
“ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ეს მატჩი უნდა მოგვეგო. ბევრი მომენტი შევქმენით და გოლიც უნდა გაგვეტანა, რაც ვერ შევძელით. ჩვენ საქართველოზე გაცილებით უკეთესები ვიყავით. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ ვითამაშეთ, მოსაგებად საკმარისი მომენტები გვქონდა.
რა თქმა უნდა, გაბრაზებულები ვართ, ეს ნორმალურია. გამარჯვება ყველას გვინდოდა. მხოლოდ გოლები დაგვაკლდა. პირველ ტაიმში უნდა გამეტანა და ეს რომ გამეკეთებინა, შეხვედრასაც მოვიგებდით. გოლი რომ გაგვეტანა, განსხვავებული თამაში იქნებოდა და სხვა სურათს ვიხილავდით”, – თქვა იბრაჰიმოვიჩმა.