მაისი 24, 2022

საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეიდან საწვრთნელ შეკრებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი შვედეთთან და უზბეკეთთან დაგეგმილი მატჩებისთვის 25 ფეხბურთელის შემადგნელობით მოემზადება. მთავარი მწვრთნელის მიერ გასულ კვირას დასახელებულ შემადგენლობაში ერთი იძულებითი ცვლილებაა. ტრავმის გამო წლის დასკვნით მატჩებს გიორგი მიქაუტაძე გამოტოვებს. ბელგიური “სერენის” ფეხბურთელის ნაცვლად, შემადგნელობაშია აზერბაიჯანული ზირას თავდამსხმელი დავით ვოლკოვი.

 

26 წლის ფეხბურთელი საქართველოს ნაკრების განაცხადში პირველად იქნება. დავით ვოლკოვი 10 ტურის შემდეგ აზერბაიჯანის ჩემპიონატის ბომბარდირთა სიის ლიდერია. ფეხბურთელს რვა გოლითა და სამი საგოლე გადაცემით საუკეთესო მაჩვენებელი აქვს.

 

საქართველოს ნაკრები დღეს ს.კ. “ზესტაფონის”

თბილისის ზღვის ბაზაზე ივარჯიშებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.