
ვილი სანიოლი დღეს მედიის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა.
მედიის წარმოამდგენლებმა გიორგი ქვილითაიას არ გამოძახების მიზეზი ჰკითხეს ვილი სანიოლს, მითუმეტეს ახლა, როცა ფორმაში შევიდა და გოლებიც გააქვს.
“გიორგი ქვილითაია, როგორც ადამიანი, მშენიერი პიროვნებაა და მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. რაც შეეხება არ გამოძახებას – მან საკუთარ თავზე აუცილებლად მეტი უნდა იმუშაოს და მეტად უნდა იყოს დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში. მეტი დახვეწა და ვარჯიში სჭირდება, რათა უფრო მაღალ მიზნებს მიაღწიოს.”, – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ ამჯერად, სანაკრებო სიაში დიდი ხნის პაუზის შემდეგ “ანართოსისის” თავდამსხმელი, ნიკა კაჭარავაც არის გამოძახებული.