როგორც მოგეხსენებათ, 5-6 ნოემბერს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში 23-წლამდელთა შორის ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც მონაწილეობა ქართველმა სპორტსმენებმაც მიიღეს.
ჩვენებურთაგან 2-მა ძიუდოისტმა, ილია სულამანიძემ და ტატო გრიგალაშვილმა, შეძლეს და საქართველოს ნაკრების მონაგარს ოქროს მედალი შესძინეს.
სულამანიძემ შვეიცარიელი დენიელ ეიჰი, ჩიქოვანი და უნგრელი შომბორი დაამარცხა.ხოლო გრიგალაშვილმა ოქროს მედალი ჩვენებური ვლადიმერ ახალკაცის დამარცხებით გაინაღდა.
როგორც ირკვევა, ტრიუმფატორი სპორტსმენების მონაგარი ამ ტურნირზე საკმაოდ სოლიდურია და დაახლოებით 30 000 ლარს შეადგენს.