
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრიჯაბა პაპინაშვილი (60კგ) ბაქოს გრანდ სლემზე გამოვიდა, იდეალურად იასპარეზა და ოქროს მედალსაც დაეუფლა.
აღსანიშნავია, რომ ქართველი ტურნირზე განთესილი არ იყო, შესაბამისად, ის ასპარეზობაში პირველივე რაუნდში ჩაერთო, სადაც კირილ სამოტუგს სძლია.
პაპინაშვილმა გრანდ სლემის ფინალურ ეტაპზე რუსი ალბერტ ოგუზოვი დაამარცხა.
ცნობისთვის, ქართველმა ძიუდოისტმა აღნიშნული წარმატებით 5000 ევრო გამოიმუშავა.