ოქტომბერი 2, 2023

ქართული სპორტის ცოცხალი ლეგენდა, ლაშა ტალახაძე, სპორტის უნივერსიტეტში ჩაირიცხა.

 

2 გზის ოლიმპიური ჩემპიონი განათლების სამინისტროს ახალი დადგენილებით ისარგებლებს და უნივერსიტეტში გამოცდის გარეშე ჩაირიცხება. ლაშა სამწვრთნელო ფაკულტეტზე ისწავლის და მომავალში მწვრთნელის ამპლუასაც მოირგებს.

 

სწავლის სურვილი ასევე გამოთქვეს სხვა სპორტსმენებმაც: ლაშა შავდათუაშვილმა, იაკობ ქაჯაიამ, გენო პეტრიაშვილმა, ვაჟა მარგველაშვილმა და გურამ თუშიშვილმა, მაგრამ, დიდი ალბათობით, ისინი სწავლის დაწყებას მომავალი წლიდან შეძლებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *