
ბელგიის თასის 1/16 ფილანური ეტაპის მატჩში, გიორგი ჩაკვეტაძის “გენტმა” ქვედალიგელ “ბელისია ბლიზენს” უმასპინძლა და მარტივად 4:0 გაიმარჯვა.
შეხვედრის 60-ე წუთზე ქართველმა შემტევმა თერთმეტმეტრიანი წარმატებით შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. ჩვენებურს ბოლო გოლი 2019 წლის 13 აპრილს “ბეერსხოტის” წინააღმდეგ ჰქონდა გატანილი.