ივნისი 4, 2023

ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის ფინალშია. დიახ, ქართველმა ჩოგბურთელმა მასტერსის ფინალში კარიერაში პირველად, ამერიკელი ტეილორ ფრიცის დამარცხების შემდეგ გააღწია.

 

ნახევარფინალში მოპოვებული გამარჯვების გამო ბასილაშვილმა 350,000 ამერიკული დოლარი მიიღო, რაც იმდენივეა, რაც აქამდე ჯამურად მოპოვებული თანხის ოდენობა.

 

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზმა მესამე რაუნდში კრისტოფერ ეუბანკსი დაამარცხა, შემდეგ კი მეოთხე რაუნდში, მძიმე ბრძოლაში მოახერხა ალბერ რამოს-ვინოლასის დამარცხება.

 

მეოთხედფინალში ბასილამ რუს კარენ ხაჩანოვს აჯობა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც, როგორც უკვე მოგახსენეთ, ტეილორ ფრიცს აჯობა.

 

ბასილაშვილი ფინალში კამერონ ნორის შეხვდება, რომელიც რეიტინგში 26-ე პოზიციას იკავებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.