
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი მატჩი სტუმრად კოსოვოსთან გამართა.
პირველი ტაიმი ფრედ, 1:1 დასრულდა.
შეხვედრის მე-11 წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა, რომელმაც მეტოქე გუნდის ფეხბურთელების შეცდომით კარგად ისარგებლა და საქართველოს ნაკრები დააწინაურა. აღსანიშნავია, რომ ოქრიაშვილისთვის ეს ნაკრების მაისურით გატანილი მე-13 გოლია.
კოსოვომ ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოს გაათანაბრა – ისიც, პენალტით.
მეორე ტაიმის მიწურულს ზურიკო დავითაშვილმა მეორე გაიტანა და საქართველოს ნაკრებმა მოიგო – 2:1. აღსანიშნავია, რომ შესარჩევ ეტაპზე 9 წლის შემდეგ პირველად მოვიგეთ.
ამ გამარჯვებით საქართველოს 4 ქულა დაუგროვდა და ცხრილში კოსოვოს გადაასწრო.