ოქტომბერი 1, 2023

როგორც მოგეხსენებათ, 9 ოქტომბერს 20:00 საათზე საქართველოს ნაკრები ბათუმის ახალ სტადიონზე საბერძნეთის ნაკრებს უმასპინძლებს.

 

გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, საზოგადოებრივი მაუეწყებელი გეგმავს, რომ მატჩის დღეს, 9 ოქტომბერს, ხვიჩა კვარაცხელიას “რუბინის” მთავარი მწვრთნელის, კეონიდ სლუცკისგან, ვრცელი ინტერვიუ აიღოს.

 

ბუნებრივია, ინტერვიუში საუბარი იქნება ქართველ ნახევარმცველსა და მის კრიზისულ დასაწყისზე, რაც რა თქმა უნდა, ახალგაზრდა ფეხბურთელზე მატჩის წინ უარყოფითად იმოქმედებს.

 

კვარაცხელია “ჯვაროსანთა” ერთ-ერთი ლიდერია, შეხვედრის დაწყებამდე კი მსგავსი ფსიქოლოგიური დარტყმა მისთვის რა თქმა უნდა მიუღებელი იქნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *