ივლისი 4, 2022

საქართველოს ნაკრების 31 წლის ექს-ფორვარდი ლევან მჭედლიძე კვლავ ეროვნულ ლიგაში ითამაშებ.

 

 

Goal.Ge-ს ინფორმაციით, ლევან მჭედლიძემ ხელშეკრულება ქუთაისის ტორპედოსთან სეზონის ბოლომდე გააფორმა, მან გუნდთან ერთად ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნება დაისახა მიზნად.

 

ლევან მჭედლიძის ბოლო 2 გუნდი ქართული იყო. ემპოლის ყოფილმა შემტევმა 2019-20 წლებში დინამო თბილისში ითამაშა, ხოლო 2021 წლის დასაწყისში რამდენიმე თვით ბათუმის დინამოში იყო.

 

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ტორპედოს ნიუ ვიჟენის სახით ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ქუთაისის ტორპედოს გენერალური დირექტორი კი ლევან მჭედლიძის ძმა, გიორგი მჭედლიძე იქნება.

35 thoughts on “ლევან მჭედლიძე კვლავ ეროვნულ ლიგაში ითამაშებ

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: site link კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.