სექტემბერი 29, 2022

📸დათო კოხრეიძე

დღეს 3 ოქტომბერს გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 28_ე ტურის შეხვედრა სადაც ერთმანეთს წყალტუბოს” სამგურალი” და თბილისის “დინამო” დაუპირისპირდა.

მატჩის პირველ წუთზე თბილისის “დინამოს” კარის მიმართულებით დაინიშნა თერთმეტმეტრიანი რომელიც ზუსტად სერგო კუხიანიძემ შეასრულა (1:0).

შეხვედრის მე_12 წუთზე “დინამოელებმა” წონასწორობა აღადგინეს გოლის გატანა კი დავით სხირტლაძემ მოახერხა (1:1).

შეხვედრის 29_ე წუთზე თბილისის “დინამოს” ლეგიონერმა ოსეი ბარნსიმ მოახერხა გოლის გატანა და ანგარიში (1:2) გახდა.

მატჩის პირველი ნახევარი წყალტუბოს”სამგურალი” თბილისის “დინამო” დასრულდა ანგარიშით (1:2).

მეორე ტაიმის საწყისი წუთები “სამგურალის” უპირატესობით წაიმართა.

მატჩის 73_ე წუთზე ნიკოლოზ კალანდარიშვილმა უძლიერესი დარტყმით წონასწორობა აღადგინა ანგარიში (2:2) გახდა.

საბოლოოდ მატჩი წყალტუბოს”სამგურალი” თბილისის”დინამო” დასრულდა ანგარიშით (2:2).

თბილისი “დინამოს” 28 ტურის შემდეგ 53 ქულა აქვს და ცხრილის მე_2 პოზიციაზე იმყოფება.ხოლო რაც შეეხება წყალტუბოს “სამგურალს” 36 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში 6 პოზიციაზე იმყოფება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.