მარტი 21, 2023

📷თეონა ჩქოფოია

 

28 სექტემბერს გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2_ს 27 ე ტურის შეხვედრა. სადაც ერთმანეთს “მურთაზ ხურცილავას” სახელობის სტადიონზე მარტვილის “მერანი” და საჩხერის “ჩიხურა” დაუპირისპირდა.

შეხვედრის პირველი წუთები მასპინძლების უპირატესობით მიმდინარეობდა.

შეხვედრის 25_ე წუთზე საჩხერელთა მცველების შეცდომით ზვიად სიხარულიამ ისარგებლა და ანგარიში გახსნა (1:0).

მატჩის პირველი ნახევარი მარტვილის “მერანი” საჩხერის “ჩიხურა” დასრულდა (1:0).

მეორე ნახევრის 53 _ ე წუთზე მარტვილის “მერანის” ლეგიონერმა შეიკნე სილამ სხვაობა 2 ბურთამდე გაზარდა (2:0).

შეხვედრის 66_ე წუთზე მარტვილის “მერანის” კარში ზურაბ სადაღაშვილმა შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით სხვაობა 1 ბურთამდე შეამცირა (2:1).

შეხვედრის 79_ე წუთზე საჩხერის “ჩიხურას” კარში მე_3 გოლი გაიტანა ბაქარ ლაღაძემ ანგარიში კი (3:1) გახდა.

საბოლოოდ მატჩი მარტვილის “მერანი” საჩხერის “ჩიხურა”დასრულდა (3:1).

ამ გამარჯვებით მარტვილის “მეარანმა” 46 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილის მესამე ადგილი გაიმყარა.ხოლო რაც შეეხება საჩხერის “ჩიხურა” ცხრილის ბოლო პოზიციაზე იმყოფება 6 ქულით.

 

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.