ოქტომბერი 13, 2024

ოლიმპიურ ჩემპიონსა და ქართული სპორტის ლეგენდას, ზურაბ ზვიადაურს ოპერაცია ესაჭიროება.

 

როგორც იცით, ზვიადაური სოფელ წინანდლის ტყეში მომხდარი მკვლელობის საქმეზეა დაკავებული და მდგომარეობა მას სწორედ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაურთულდა.

 

ზვიადაურს ქირურგიული ჩარევა ხერხემალზე სჭირდება.

 

ყოფილ ძიუდოისტს ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდება.

 

შეგახსენებთ, რომ წინანდალში 16 აგვისტოს 3 ადამიანი მოკლეს. მოკლულთაგან ერთ-ერთი ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური გახლდათ. რაც შეეხება ზურაბ ზვადაურს, ის განზრახ მკვლელობის მუხლითაა დაკავებული. ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *