ოქტომბერი 4, 2022

20 წლის ქართველი ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდ ვირუსით გარდაიცვალა.

 

ჩარკვიანი თბილისის “დინამოს” აკადემიაში გაიზრდა, ბოლოს კი “ვიტ ჯორჯია 2”-ის რიგებში ირიცხებოდა.

 

20 წლის ფეხბურთელი სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსის დიაგნოზით 12 დღის წინ, კოვიდსასტუმროდან გადაიყვანეს. მას ვირუსმა ფილტვები მნიშვნელოვნად დაუზიანა, რის გამოც ექიმებმა ფეხბურთელის გადარჩენა ვერ შეძლეს.

 

მის გარდაცვალებას საქართველოს ნაკრების და ყაზანის “რუბინის” ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია გამოეხმაურა.

 

“ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სული ჩარკვი”, – წერს სოციალურ ქსელში ხვიჩა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.