დეკემბერი 2, 2023

“ლიონის” ახალწვეული, ჯერომ ბოატენგი შესაძლოა გისოსებს მიღმა აღმოჩნდეს, წერენ გერმანულ პრესაში.

 

 

როგორც აღინიშნება, დღეს, 9 სექტემბერს, 33 წლის უკანახაზელი მიუნხენის სასამართლოში წარსდგა.

 

გერმანელი ფეხბურთელი 2018 წელს შვებულებაში ყოფნისას ჩადენილ ფიზიკურ ძალადობაშია ბრალდებული და 5-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ბოატენგის ყოფილი მეგობარი გოგონა, კასია ლენჰარდტი გარდაცვალებამდე ამტკიცებდა, რომ სცემა და უკბინა – 25 წლის გოგონა თებერვალში დაიღუპა.

 

უნდა აღინიშნოს, მოსმენა გასული წლის დეკემბერში უნდა გამართულიყო, მაგრამ ერთ-ერთ მოწმეს კორონავირუსი დაუდასტურდა და გადაიდო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *