დეკემბერი 2, 2023

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ ლაშა ტალახაძე კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა, რასაც სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი გამოეხმაურება მოჰყვა.

 

ოლიმპიურმა ჩემპიონმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით თავადაც გააკეთა განცხადება და საკუთარი უკმაყოფილებაც ღიად გამოხატა.

 

“როცა ადამიანი წარმატებას აღწევს და საჯარო პირია, ალბათ, უნდა შეეგუოს, რომ ასე მოხდება. დღესაც გავილანძღე ვაქცინის გაკეთების გამო – წყალი გაიკეთაო, წერენ. გულწრფელად, ძალიან განვიცდი და გულთან მიმაქვს, – ამის შესახებ ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ჟურნალ „ოქეისთან“ ისაუბრა.

 

„მინდა, ყველას ვუყვარდე, ალბათ, ასე არ გამოსდის არავის. შეურაცხყოფილად ვგრძნობ ხოლმე თავს. იყო მომენტები, როცა მინდოდა მეპასუხა, მაგრამ მახსენდება, რომ ძალიან, ძალიან ბევრს ვუყვარვარ და მართლაც მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის, “- ამბობს ლაშა ტალახაძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *