
„იუვენტუსის“ ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელი ბრაიან დოდიენი 17 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სპორტსმენი რამდენიმე წლის მანძილზე სიმსივნეს ებრძოდა.
„იუვენტუსი ბრაიან დოდიენის ოჯახთან ერთად დიდ მწუხარებაში იმყოფება.“ – ნათქვამია ტურინული გუნდის ოფიციალურ განცხადებაში.
ბრაიანს სიმსივნე 12 წლის ასაკში აღმოუჩინეს. „იუვენტუსის“ ექს-ფეხბურთელმა პოლ პოგბამ დოდიენს ერთხელ გატანილი გოლიც მიუძღვნა, როცა მაისური მოირგო: „ბრაიან, შენთან ვარ.“
სამი წლის შემდეგ, დოდიენი ფეხბურთში დაბრუნდა და „იუვეს“ 15-წლამდელთა გუნდში დაიწყო თამაში. დაავადების დამარცხების შემდეგ, პოგბამ მას საკუთარი მაისური უსახსოვრა.
ივნისში იტალიაში ასევე დიდი ტრაგედია მოხდა, როცა „პარმას“ ექს-ფეხბურთელი ჯუზეპე პერინო მოედანზევე გარდაიცვალა. ეს მისი სამი წლის წინ გარდაცვლილი ძმის საპატივცემლოდ გამართული მატჩის მსვლელობისას მოხდა.
ფეხბურთელმა მოედანზე გონება დაკარგა, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კი მისი გადარჩენა ვერ შეძლო.