ქართველი ჭაბუკი ძალოსნების სრული ტრიუმფით დასრულდა ევროპის ჩემპიონატი (U15 & U17), რომელსაც პოლონეთმა უმასპინძლა. ქართულმა დელეგაციამ ჯამში 28 მედალი მოიპოვა, რომელთაგანაც 16 ოქროა (7 ვერცხლი და 5 ბრინჯაო). ამასთან, შესაბამის ასაკონრივ კატეგორიებში ქართველმა სპორტსმენებმა ჯამში ევროპის 10 რეკორდი დაამყარეს.