მაისი 17, 2022

75 წლის ასაკში გარდაიცვალა გერმანული ფეხბურთის ლეგენდა გერდ მიულერი.

 

დასავლეთ გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში ჩატარებულ 68 მატჩში მიულერმა 62 გოლი გაიტანა. ერთ-ერთი მათგანი საჩემპიონო იყო – 1974 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ნიდერლანდებს გადამწყვეტი გოლი გაუტანა და გერმანელებს ფიფას თასი მოაპოვებინა.

 

იგი „ბაიერნში“ 15 წლის განმავლობაში თამაშობდა, რომლის შემადგენობაში 365 გოლი მოუგროვდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.