
ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლისმედალოსანმა გენო პეტრიაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც გულშემატკივრებს მიმართა.
“გამარჯობა ყველას. მე მინდა მადლობა გითხრათ ჩემო მეგობრებო, ვინც გვიგულშემატკივრეთ და იდექით ჩვენს გვერდით… ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა და კიდევ ერთხელ მადლობა. ასევე მინდა მივულოცო ყველა სპორტსმენს ღირსეული გამარჯვება. ოლიმპიური თამაშები უმაღლესი მწვერვალია ყველა სპორტსმენისთვის, ამიტომ გული მწყდება რომ ვერ მივაღწიეთ უმაღლეს საფეხურს, მაგრამ ამით არაფერი მთავრდება. მე დავუშვი შეცდომა ხალიჩაზე, რასაც ვაღიარებ და ვიბრძოლებ, რომ გამოვასწორო. მადლობა ყველას, მალე შევხვდებით,” – წერს გენო.
შეგახსენებთ, რომ პეტრიაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე თავისუფალი ჭიდაობის 125 კილოგრამ კატეგორიაში ფინალი ამერიკელ გეიბლ სტივესონთან დათმო. შეხვედრის დასრულებამდე 13 წამით ადრე ქართველი 3 ქულით იგებდა, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა.
ცნობისთვის, 27 წლის სპორტსმენი მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონია. მის ანგარიშზეა ოლიმპიური ბრინჯაოს მედალიც, რომელიც რიოს 2016 წლის ოლიმპიადაზე მოიპოვა.