დეკემბერი 7, 2023

საბა ლობჟანიძემ თავის ახალ გუნდში, “ჰათაისპორში” პირველივე მატჩში გამოიჩინა თავი.

 

თურქეთის ჩემპიონატის პირველ ტურში “ჰათაისპორი” საკუთარ მოედანზე “კასიმპაშასთან” 0:1 მარცხდებოდა, ლობჟანიძე 64-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, 72-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრა 1:1 დასრულდა.

საბა ამ ზაფხულში “ანკარაგიუჯიუდან” “ჰათაისპორში” თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

 

23 აგვისტოს ლობჟანიძის გუნდს უფრო რთული გამოცდა ელის – სტამბულში “გალათასარაის” დაუპირისპირდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *