სექტემბერი 30, 2022

წარმოუდგენელი ამბავი მოხდა მექსიკაში – სამოყვარულო ლიგის მატჩისას ადამიანების ჯგუფი ცეცხლსასროლი იარაღით სტადიონზე მყოფებს მოულოდნელად თავს დაესხა.

 

სამოყვარულო ჩემპიონატის მატჩი მექსიკაში, ბაიო დე ბოლას ბიანკას პროვინციაში გაიმართა. მექსიკური წყაროს ინფორმაციით, ცეცხლი სტადიონის გარეთ მყოფმა რამდენიმე ადამიანმა გახსნა. ამან მოედანზე მყოფ ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებში პანიკა გამოიწვია. გადარჩენის მიზნით სტადიონზე მყოფებიდან ზოგიერთი გაიქცა, ზოგი კი მოედანზე დაწვა. საბოლოოდ სამი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.