“დინამო ბათუმის” ახალგაზრდა ფეხბურთელი დიმა შიტაკაშვილი ტრაგიკულად გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
“დინამო ბათუმი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კლუბის აკადემიის ასაკობრივი გუნდის ფეხბურთელის – დიმა (კარაი) შიტაკაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების გამო.
თანავუგრძნობთ დიმას ოჯახსა და მეგობრებს”, – წერია განცხადებაში.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ შიტაკაშვილი სიმაღლიდან გადავარდა.