
დინამო ბათუმის აკადემიის ფეხბურთელი დიმა შიტაკაშვილი გარდაიცვალა – ინფორმაციას აჭარული კლუბის აკადემიის გვერდი ავრცელებს.
‘ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ დინამო ბათუმის აკადემიის ფეხბურთელის დიმა (კარაი) შიტაკაშვილის გარდაცვალების გამო.’ – წერია განცხადებაში.
ამ ეტაპზე სხვა ინფორმაცია არ არის ცნობილი.
Marca.ge-ს რედაქცია უთანაგრძნობს ახალგაზრდა ფეხბურთელის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.