
დღეს 5 ივლისს გაიმართა რეგიონალური მე_9 ტურის მორიგი შეხვედრა.სადაც ერთმანეთს წყალტუბოს “სამგურალი 2” და ქობულეთის “შუქურა 2 ” დაუპირისპირდა.
შეხვედრის პირველი წუთები მასპინძლების უპირატესობით წარიმართა.
მატჩის 25_ე წუთზე ცოტნე ჯინჭარაძემ საკუთარ კარში გადაგზავნა ბურთი და პრინციპულ დაპირისპირებაში “სამგურალი 2 “ფეხბურთელები ანგარიშში წინ გავიდნენ (1:0).
გატანილი გოლის შემდეგ “სამგურალი 2 ” ფეხბურთელებს ქონდა კიდევ რამოდენიმე სახიფათო მომენტი.
პირველი ნახევარი “სამგურალი 2” “შუქურა 2 ” დასრულდა (1:0).
მეორე ნახევრის პირველ წუთზე “სამგურალი 2 “ფეხბურთელებს კარგი შანსი ქონდათ მაგრამ საქმე გოლამდე არ მისულა .
მეორე ტაიმის 51_ე წუთზე “სამგურალი 2 ” კარი ხარიხამ იხსნა მეკარის შესანიშნავი სეივის შემდეგ.
მატჩის მიწურულს 83_ე წუთზე წყალტუბო “სამგურალი 2” კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დარტყმა დაინიშნა რაც ზუსტად ბექა ვერულიძემ შეასრულა.
ანგარიში კი (1:1) გახდა.
გაშვებული გოლის შემდეგ წყალტუბოელები მალევე მოეგენ გონს სახიფათოთ შეუტიეს მატჩის 85_ე წუთზე და ქობულეთის “შუქურა 2” კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დაინიშნა რაც ზუსტად ნიკოლოზ ხელიძემ შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში (2:1) დააპიქსირა.