ივნისი 4, 2023

რუსეთში სამოყვარულო ლიგის ჩემპიონატში 17 წლის ფეხბურთელი გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ჩემპიონატის პრეზიდენტის, დმიტრი სმირნოვის თქმით გარდაცვალების მიზეზი უცნობია, თუმცა მიმდინარეობს კვლევები გარდაცვალების მიზეზის დასადგენად.

 

აღნიშნული ფაქტი შეხვედრის დაწყებიდან რამდენიმე წუთში მოხდა.

სმირნოვის კომენტარს Sport24.ru ავრცელებს:”არ ვიცით ამ თამაშში მონაწილეობა როგორ მიიღო, რადგან ოფიციალურად გუნდის განაცხადში არ ყოფილა. მეგობარმა მოიყვანა, ახლა ვარკვევთ როგორ მოხვდა ამ შეხვედრაში.

მას პირველადი გადაუდებელი დახმარება სტადიონზე აღმოუჩინეს, სასწრაფოს ექიმი მანქანიდან აძლევდა მითითებებს ადგილზე მყოფებს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მან გონება დაკარგა, მინდორზე დაეცა, როგორც ევროპის ჩემპიონატის შეხვედრაში კრისტიან ერიკსენი, თუმცა ექიმთა მცდელობა ამჯერად უშედეგო გამოდგა”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.