მაისი 24, 2022

საქართველოს ნაკრებმა ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით პირველი მატჩი მოიგო. ”ჯვაროსნებმა” ამხანაგურ შეხვედრაში რუმინეთის ნაკრები ანგარიშით 2:1 დაამარცხეს.

 

შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, თუმცა ორივე კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შეიქმნა. შეხვედრის 42-ე წუთზე, შეხვედრის არბიტრმა რუმინელთა ნახევარმცველი – ფლორინ ტანასე გააძევა.

 

შეხვედრის 61-ე წუთზე, ანგარიში ქართველმა ფორვარდმა, გიორგი მიქაუტაძემ გახსნა. გოლიდან სამ წუთში, ქართველთა კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა, რა დროსაც სოლომონ კვირკველია მოედნიდან გააძევეს. თერთმეტმეტრიანი დარტყმა რაზვან მარინმა არაზუსტად შეასრულა.

 

71-ე წუთზე გიორგი აბურჯანიამ საქართველოს ნაკრების უპირატესობა ორბურთიანი გახადა. მატჩის 78-ე წუთზე სხვაობა რუმინელთა ფორვარდმა, ანდრეი ვირგილ ივანმა შეამცირა. მატჩში მეტი გოლი აღარ გასულა. 2:1 ”ჯვაროსნების” სასარგებლოდ.

 

ვილი სანიოლის გუნდი 6 ივნისს მეორე ამხანაგურ მატჩს გამართავს. საქართველოს ნაკრების მეტოქე ნიდერლანდები იქნება. გუნდმა შოტლანდიასთან შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დაასრულა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.