აგვისტო 18, 2022

თორნიკე შენგელიას ,,ცსკა” ევროლიგის 1/2 ფინალურ დაპირისპირებაში თურქულ კლუბ ,,ეფესთან” დამარცხდა.

მოსკოველებმა მატჩი დრამატულ ორთაბრძოლაში 3-ქულიანი სხვაობით 86-89 დათმეს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა შეხვედრაში
24:02 წუთი ითამაშა და ამ დროის განმავლობაში 10 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა.

გამარჯვებული გუნდიდან სერბი ვასილი მიჩიჩი გამოირჩა. მან 25 ქულა, 3 მოხსნა და 6 პასი დააგროვა.

,,ცსკას” ამერიკელმა კალათბურთელმა უილ კლაიბურნმა ულიდერა. იანკმა თავი 26 ქულას მოუყარა.

თორნიკე შენგელიას გუნდი მე-3 ადგილისათვის მატჩში ესპანურ ,,ბარსელონასა” და იტალიურ მილანის ,,ოლიმპიას” წყვილში დამარცხებულს შეხვდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.