
ფამაგუსტას “ანორთოსისმა” გუნდის ქართველ მთავარ მწვრთნელს თემურ ქეცბაიას ქონტრაქტი გაუხანგრძლივა.
ამის შესახებ ინფორმაციას გუნდის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
ქეცბაია კვიპროსულ გუნდში 2023 წლამდე დარჩება და გუნდს ჩემპიონობისკენ გაუძღვება.
სეზონის ბოლოს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მისი გუნდიდან წასვლა გადაწყვეტილი იყო, თუმცა თასის მოგების შემდეგ როგორც ჩანს გადაწყვეტილება შეცვალეს.
შეგახსენებთ, რომ ქეცბაია გუნდში 10 წლიანი განშორების შემდეგ დაბრუნდა და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ კვიპროსის თასი მოაგებინა.
გასულ სეზონში კი, ანორთოსისს ჩემპიონობის მოპოვების შანსი ჰქონდა, ის ომონიასთან ერთად ჩემპიონატს 43 ქულით ლიდერობდა, თუმცა მეტოქეს ურთიერთთამაშების ხარჯზე უპირატესობა ჰქონდა. ჩემპიონატი კი ქეცბაიას პროტესტის ფონზე 22-ე ტურში კოვიდ პანდემიის გამო შეწყდა და ჩემპიონი ომონია გახდა.
Your place is valueble for me. Thanks!…