
საქართველოს ნაკრებს ივნისის ამხანაგურ მატჩებში ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარება.
GOAL.GE-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრების შეკრებას უახლოეს დღეებში დატოვებს, თუმცა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი ტრავმის გამო არ ხდება – ამ ყველაფერის თავი და თავი 20 წლის ნახევარმცველის შესაძლო ტრანსფერია, რომელიც მოლაპარაკებების აქტიურ ფაზაშია და მხარეებმა გადაწყვიტეს, რომ ამის ფონზე, ამხანაგურ შეხვედრებში გარისკვა მიზანშეწონილი არ არის.
საქართველოს ნაკრები ივნისის შეკრებაზე 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს: 2 ივნისს რუმინეთში, ხოლო 6 ივნისს ნიდერლანდებში ადგილობრივი ნაკრებების წინააღმდეგ.