ივლისი 4, 2022

,,ბორჯღალოსანთა”  მეორეხაზელმა კოტე მიქაუტაძემ ფრანგული ტოპ 14-ის ,,ბაიონთან’’ ახალი, 2-წლიანი კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა.

29 წლის მორაგბე ბასკურ კლუბს მიმდინარე სეზონის დაწყების შემდეგ, ოქტომბერში „სამედიცინო ჯოკერის“ სტატუსით შეუერთდა და გუნდის უცვლელ წევრად მალევე იქცა. კოტეს თქმით, ,,ბაიონს” მასთან 3-წლიანი კონტრაქტის გაფორმება თავიდანვე სურდა:

„მაშინ პირობებიდან გამომდინარე თავი შევიკავე, თუმცა უკვე ნოემბერში ახალი, 2-წლიანი კონტრაქტი შემომთავაზეს და პრე-კონტრაქტიც გავაფორმე. მაშინვე ვიცოდი, რომ გუნდში 2023 წლამდე დავრჩებოდი და ახლა, როდესაც სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა, ახალი კონტრაქტი ოფიციალურად გავაფორმე“.

„მიუხედავად იმისა, რომ ტრავმირებული ვიყავი და ბევრ კლუბს არ სჯეროდა, რომ სათანადო დონეზე დავბრუნდებოდი და ამის გამო ბევრმა კლუბმა უარი მითხრა, მათ ნდობა გამომიცხადეს, ძალიან კარგად მიმიღეს და ახალ შეთავაზებაზე ბევრი აღარც მიფიქრია“.

ტოპ 14-ის მიმდინარე სეზონის რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე, ‘ბაიონი’ 44 ქულით მე-12 ადგილზეა და 3-ით უსწრებს გადათამაშების ზონაში მყოფ ‘პოს’. მიქაუტაძე დარწმუნებულია, რომ გუნდს ელიტაში ადგილის შენარჩუნება არ გაუჭირდება და მომავალ სეზონში უფრო მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს:

„ის ისტორიული კლუბია კარგი სპორტული და ფინანსური შესაძლებლობებით. ვფიქრობ, ლიგაში ადგილის შენარჩუნება არ გაგვიჭირდება. გუნდი მომავალი სეზონისთვის უკვე იმატებს ძლიერ მოთამაშეებს და ფიქრობენ, რომ რამდენიმე წელიწადში ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ჩაებმებიან“.

მას შემდეგ, რაც ტრავმების გამო ბორჯღალოსნებს მეორეხაზელები – ლაშა ჯაიანი და გრიგორ ქერდიყოშვილი გამოაკლდნენ, მნიშვნელოვანია, რომ კოტე ზაფხულის ტესტებს საუკეთესო ფორმაში შეხვდეს. შეგახსენებთ, რომ საქართველო სანაკრები მატჩებს 26 ივნისს, თელავში ბელგიასთან, ან ნიდერლანდებთან 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი მატჩით იწყებს, 3 და 10 ივლისს სამხრეთ აფრიკაში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან ორ ტესტ-მატჩს გამართავს, 17 ივლისს კი შოტლანდიას უმასპინძლებს.

„თავიდან ცოტა გამიჭირდა, რადგან ‘ბაიონში’ გადასვლიდან მალევე კორონა ვირუსი დამიდგინდა და საკმაოდ მძიმედ გადავიტანე, თუმცა კლუბის შემადგენლობაში 16-17 თამაში ჩავატარე, ხოლო „შემოდგომის ერთა თასზე“ ორჯერ ვითამაშე და ახლა კარგ ფორმაში ვარ. რაც არ უნდა ბევრი ივარჯიშო, სათამაშო ფორმა მაინც სულ სხვაა და თუ ნაკრებში დამიძახეს კიდევ უფრო უკეთეს ფორმაში ვიქნები“ – ამბობს მიქაუტაძე და განაგრძობს:

„ნოემბერში ჩატარებული მაღალი დონის შეხვედრების შემდეგ, ზაფხულში სამი კიდევ უფრო რთული თამაში გველის და ეს ზუსტად ისაა, რაც გუნდს და მის თითოეულ მოთამაშეს ჭირდება. ყველა ხედავს, რომ საქართველო რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის გადაიზარდა და დიდ გუნდებთან მეტი თამაში გვჭირდება. ამას მსოფლიო რაგბიც ხედავს და იმედია, ასეთი შეხვედრები ხშირად გვექნება. ძალიან დიდი დაფასებაა, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონი გიწვევს და ორჯერ გეთამაშება. ასეთი ფუფუნება ბევრ გუნდს არა აქვს და იმედია თავს საუკეთესოდ წარმოვაჩენთ“. მიქაუტაძეს ბორჯღალოსნების კვართით 2010 წლიდან დღემდე 66 მატჩი აქვს ჩატარებული, აქედან 55 სასტარტო შემადგენლობაში და ორი ლელო გაიტანა.

წყარო: rugby ge

 

სტატია მომზადებულია მანანა ლეშკაშელის მიერ.

 

 

 

9 thoughts on “,,მათ ნდობა გამომიცხადეს, ძალიან კარგად მიმიღეს და ახალ შეთავაზებაზე ბევრი აღარც მიფიქრია“- კოტე მიქაუტაძემ ,,ბაიონთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა

  1. hello there and thank you for your info – I have definitely picked up
    something new from right here. I did however expertise several technical points using this
    website, as I experienced to reload the website a lot of times previous to I could get it
    to load correctly. I had been wondering if your hosting is OK?
    Not that I am complaining, but slow loading instances
    times will often affect your placement in google and
    could damage your high quality score if ads and marketing with
    Adwords. Anyway I am adding this RSS to my e-mail and could look out for a lot more of your respective intriguing content.
    Ensure that you update this again very soon.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: j.mp კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.