მაისი 17, 2022
კახური დერბი | “ვეფხვები” vs “მიმინო”
პატარძეულის სარაგბო მოედანმა “ბ” ლიგის კახურ დერბის უმასპინძლა.
მასპინძლებმა დამაჯერებელი უპირატესობით იმარჯვეს და ალვანისა და დედოფლისწყაროს გაერთიანებულ გუნდს ანგარიშით 36:10 სძლიეს!
,,მადლობა, მოწინააღმდეგეს საინტერესო მატჩისათვის, უმცროს ვეფხვებს კი მომავალ წარმატებას ვუსურვებთ!” – სარაგბო კლუბი ,,ვეფხვები” ამის შესახებ წერს სოციალურ ქსელში,ოფიციალურ გვერდზე.
სტატია მომზადებულია მანანა ლეშკაშელის მიერ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.