მაისი 18, 2022

საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატი დასრულდა.

სუპერლიგის ჩემპიონი ,,რუსთავი” 11-წლიანი პაუზის შემდეგ გახდა.

ქვემო ქართლელებმა ფინალურ სერიაში ,,ცხუმ-აფხაზეთი” 3:0 დაამარცხეს.

2020-2021 წლების სეზონის სუპერლიგის საუკეთესო მოთამაშე – MVP ,,რუსთავის” ამერიკელი კალათბურთელი  მაიკლ დევისი გახდა.

გამოკითხვაში მონაწილეობა სუპერლიგის გუნდების მწვრთნელებმა, სპორტულმა ჟურნალისტებმა, სუპერლიგის მსაჯთა კოლეგიამ და კომისრებმა მიიღეს.

საუკეთესო მწვრთნელის პრიზი ,,რუსთავის” თავკაცს ანატოლი ბოისას გადაეცა.

დევისს და ბოისას საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა სპონსორმა, კომპანია „აჭარაბეთმა“ 3000 ლარი გადასცა.

საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელად თბილისის ,,დინამოს” მოთამაშე ლუკა ბულაშვილი დაასახელეს.

 

სტატია მომზადებულია მანანა ლეშკაშელის მიერ.

1 thought on “მაიკლ დევისი, ანატოლი ბოისა – სუპერლიგაში საუკეთესოები დაასახელეს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.