
მასიმილიანო ალეგრი ტურინის ,,იუვენტუსში” მთავარი მწვრთნელის რანგში დაბრუნდა. – ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.
ალეგრიმ ხელი ,,ბებერი ქალბატონის” ხელმძღვანელიბასთან
4-წლიან კონტრაქტს მოაწერა.
მასიმილიანო ალეგრიმ ანდრეა პირლოს ადგილი დაიკავა.
პირლო ტურინული კლუბიდან არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაანთავისუფლეს.
ალეგრი ,,იუვენტუსში” 2014–2019 წლებში მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით
გუნდმა იტალიის ჩემპიონის ტიტული 5-ჯერ მოიპოვა.
4-ჯერ იტალიის თასი აღმართა, 2-ჯერ კი იტალიის სუპერთასი დაისაკუთრა.
მასიმილიანო ალეგრი სხვადასხვა დროს იტალიურ კლუბებს ,,ალიანეზეს”,
,,სპალს”, ,,გროსეტოს”, ,,სასუოლოს”, ,,კალიარის”და ,,მილანს” წვრთნიდა.