
კვიპროსში მიმდინარე სამბოს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შესანიშნავად გამოვიდა.
კონტინებტის პირველობაზე ქართველებმა 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონისთვის განკუთნილი ოქროს მედალი ჯაბა თურქიამ (64 კგ) დაიმსახურა.
თურქიას პატივსაცემად, დარბაზში საქართველოს ეროვნული ჰიმნი აჟღერდა.
ევროპის ვიცეჩემპიონი ტიტული და ვერცხლის მედალი ზაურ დვალაშვილმა (88 კგ) ირგუნა.
ბრინჯაოს მედლებს
დავით ბახბახიშვილი (71 კგ.), დავით მეშველიანი (79 კგ),
გიორგი ჩაგელიშვილი (98 კგ.) და დავით ბაღდავაძე (+98 კგ) დაეუფლნენ.
ხვალ, 28 მაისს, ევროპის პირველობაზე ჯონდო მუზაშვილის გაწვრთნილი საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩაერთვება.
It’s awesome to pay a visit this web page and reading the views of all
mates concerning this paragraph, while I am also keen of
getting familiarity.