დეკემბერი 2, 2023

საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატი ,,რუსთავის” ტრიუმფალური გამარჯვებით დასრულდა.

ქვემო ქართლელებმა ფინალურ სერიაში ,,ცხუმ-აფხაზეთი” 3-0 დაამარცხეს.

ფინალის ბოლო შეხვედრაში ,,რუსთავმა” ,,ცხუმ-აფხაზეთს” 94:88 სძლია.

გამარჯვებული გუნდიდან ამერიკელი ლეგიონერები გამოირჩნენ.
მალიკ უაითმა 30 ქულა დააგროვა და გადამწყვეტი მატჩის MVP გახდა.
მაიკლ დევისმა თავი 21 ქულას მოუყარა.
17 ქულა ჯილან ვაშინგტონმა ჩააგდო.

,,ცხუმ-აფხაზეთიდან’ კი ყველაზე მეტი 22 ქულა ალექანდრე ფევაძემ მოიპოვა.
ამერიკელ ჯოშუა მაკფოლის ანგარიშზე 21 ქულა დაფიქსირდა.
ტაილერ გრინმა კი გუნდს 17 ქულა შესძინა.

1 thought on “,,რუსთავი” საქართველოს ჩემპიონია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *