მაისი 22, 2022
ქართველი UFC მებრძოლი რომან დოლიძე სოციალურ ქსელში ხშირად აფიქსირებს თავის აზრს ამა თუ იმ საკითხზე. მის პუბლიკაციებს აქვს დიდი გამოხმაურება.
გთავაზობთ მათ შორის ერთ-ერთს, რომელიც ეხება ტრადიციებს და ახალი ტენდენციების შემოჭრას ჩვენს ყოფაში.
,,უპირობოდ მიყვარს ჩემი ქვეყანა, ჩემი ხალხის კულტურა და ისტორია, მაგრამ ვერ წარმომიდგენია დღევანდელი რეალობა და მომავალი განვითარებისა და მოდერნიზაციის გარეშე. ოღონდ უნდა შეგვეძლოს იმ ზღვარის დანახვა, რომელიც თანამედროვესა და ზნეობრივი ნორმების გადაჭარბებას შორის გადის. არ ვარ თანახმა ბრმად მივიღო და შევიჩვიო ყველაფერი, რასაც ყოველდღიურად გვახვევენ თავს ახალი ტენდენციების სახელით. ყოველივე ეს გამოიხატება ქცევებში, მოდაში, კულტურასა თუ აზროვნებაში, მორალურ პრინციპებში და ა.შ. გვმართებს მეტი დაკვირვება და მსჯელობა, რათა მოვახდინოთ იმ არასასურველი და ხშირად ამორალური შემოთავაზებების გაფილტრვა, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს ღირებულებებსა და ხედვებს, უნდა შევეცადოთ ჰარმონიაში მოვიყვანოთ ძველი ტრადიციები თანამედროვეობასთან.
ერთი სიტყვით, სიცოცხლე აუცილებლად გულისხმობს ევოლუციონირებას. ჩვენი მიზანი კი არის სწორი განვითარება.”

2 thoughts on “რომან დოლიძე – ,,უნდა შევეცადოთ ჰარმონიაში მოვიყვანოთ ძველი ტრადიციები თანამედროვეობასთან.”

  1. შალვა ქობალია სანამ ბაღდათის ცენტრში კბილები არ ჩამოგილეწე მიუწერე ტექსტს ავტორი. შენ ხარ უკანასკნელი და ამაზე მწარედ გაგებინებ პასუხს!

  2. I am also commenting to let you know of the perfect discovery my daughter obtained browsing yuor web blog. She picked up too many issues, with the inclusion of what it is like to have an ideal coaching mood to make others without problems know just exactly a number of tricky issues. You actually exceeded readers’ expected results. Thanks for producing those essential, trustworthy, informative and also easy thoughts on your topic to Gloria.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.