დეკემბერი 6, 2022

კვიპროსში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების მოჭიდავეებმა 8 მედალი მოიპოვეს.

5 ვერცხლი და 3 ბრინჯაო ადეთია ქართვეკების მონაგარი კონტინენტის პირველობიდან.

ვიცეჩემპიონისთვის განკუთნილი ვერცხლის მედლები გიორგი ინაშვილმა (53 კგ), ვალერი იარღანაშვილმა (71 კგ), ბექა ძაგანაშვილმა (79 კგ), დავით არუთინიანმა (98 კგ) და გიგა ქოპილაშვილმა (+98 კგ) დაისაკუთრეს.

სამშობლოში ბრინჯაოს მედლებით ხელდამშვენებული იპოლიტე აქუბარდია (58 კგ), ალეკო კასრაძე (64 კგ) და ნიკოლოზ ალშიბაია (88 კგ) დაბრუნდებიან.

დღეს, ევროპის ჩემპიონატზე საქმეში ახალფაზრდული ნაკრების მოჭიდავეები ჩაებმევიან.

სტატია მომზადებულია მანანა ლეშკაშელის მიერ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.