ივლისი 1, 2022

რამდენიმე წუთის წინ უეფას ევროპა ლიგის თასი ესპანურმა კლუბმა ,,ვილიარეალმა” ისტორიაში პირველად აღმართა.

უნაი ემერის ბიჭებმა ფინალურ ორთაბრძოლაში პენალტების სერიაში ,,მანჩესტერ იუნაიტედი” 11:10 დაამარცხეს.

დრატული ორთაბრძოლის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა.

შეხვედრაში ანგარიში
,,ვილიარეალის” ფეხბურთელებმა გახსნეს.
30-ე წუთზე დანიელ პარეხოს პასით ,,წითელი ეშმაკების” მეკარის დევიდ დე ხეას კარი ხერარდ მორენომ დალაშქრა.

მეორე ნახევრის სტარტზე, კერძოდ 55-ე წუთზე ,,მანჩესტერ იუნაიტედმა” წონასწორობა აღადგინა.
შოტლანდიელ სკოტ მაკტომინაის გადაცემის შემდეგ ურუგვაელმა ფორვარდმა ედისონ კავანიმ გაიტანა.

მატჩის ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა.

გუნდებმა მეტი გოლის გატანა ვერც დამატებით დროში შეძლეს და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა.
პენალტების სერიაში ფეხბურთეკებმა ჯამში 21 გოლი გაიტანეს.

11-მეტრიანების სერიაში შანსი ყველა ფეხბურთელმა გამოიყენა და ჯერი მეკარეებზე მიდგა.
,,მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარემ დევიდ დე ხეამ პენალტი ვერ გაიტანა და დრამა
,,ვილიარეალის” გამარჯვებით დასრულდა.

ევროპა ლიგის ფინალი
პოლონეთი, გდანსკი

,,ვილიარეალი” (ესპანეთი) 1:1 პენ. 11-10 ,,მანჩესტერ იუნაიტედი” (ინგლისი)
30′ მორენო (1-0), 55′ კავანი (1-1)
პენალტების სერია: მორენო (1-0), მატა (1-1), რაბა (2-1), ტელესი (2-2), პაკო ალკასერი (3-2), ბრუნო ფერნანდეში (3-3), მორენო (4-3), რაშფორდი (4-4), პარეხო (5-4), კავანი (5-5), მოი გომესი (6-5), ფრედი (6-6), ალბიოლი (7-6), ჯეიმსი (7-7),
კოკლენი (8-7), შოუ (8-8), გასპარი (9-8), ტუანზებე (9-9), პაუ ტორესი (10-9), ლინდეროფი (10-10), რული (11-10), დე ხეა (11-10)

,,ვილიარეალი“: რული; ფოიტი (88′ გასპარი), ალბიოლი, ტორესი, პედრასა; პარეხო, კაპო (139+3′ რაბა), ტრიგეროსი (77′ მოი გომესი), მორენო, პინო (77′ პაკო ალკასერი), ბაკა (60′ კოკლინი)
მთავარი მწვრთნელი: უნაი ემერი

,,მანჩესტერ იუნაიტედი”: დე ხეა, ვან-ბისაკა (120+3′ მატა), ბაილი (115’ტუანსებე), ლინდეროფი, შოუ; მაკტომინაი (120+3’ტელესი), პოგბა (117′ ჯეიმსი), გრინვუდი, რაშფორდი (100′ ფრედი), ბრუნო ფერნანდეში, კავანი
მთავარი მწვრთნელი: ოლე გუნარ სოლკიაერი

10 thoughts on “,,ვილიარეალმა” ისტორია დაწერა – ესპანურმა კლუბმა დრამატულ ბრძოლაში ევროპა ლიგის თასი აღმართა

  1. Hey! I know this is sort of off-topic however I needed to ask.
    Does managing a well-established blog like yours take a lot of work?
    I am brand new to running a blog but I do write in my journal every day.

    I’d like to start a blog so I can share my personal experience and views online.
    Please let me know if you have any kind of recommendations or tips
    for new aspiring blog owners. Appreciate it!

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: fun88 კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.